“ეს არის რუსების ახალი გამოგონება, ვაგნერელებს აქვთ ძირითადად...“ - რას წერს უკრაინაში მებრძოლი ქართველი ჯარისკაცი მოწყობილობა “პაუკზე“, რომელსაც ყოველგვარი ოპტიკური სამიზნის აღმოჩენა შეუძლია?
უკრაინაში მებრძოლი ქართველი ჯარისკაცი ვანო ნადირაძე რუსული მხარის ახალ გამოგონებაზე ინფორმაციას ავრცელებს:
“ესაა რუსების ახალი გამოგონება, "პაუკი" ჰქვია. ვაგნერელებს აქვთ ძირითადად.
მოკლედ, ეს არის აღმომჩენი ყოველგვარი ოპტიკური სამიზნის, “ტეპლოვიზორის“, “დალნომერის“. უკეთიათ შლემზე და აძლევს სიგნალს. აქვს ხმოვანიც "მარჯვნივ", "მარცხნივ", "ცენტრი" - თუ საიდან ელოდება საფრთხე.
რეაგირებს დრონის კამერებზეც.
აქვთ იმ დედა... ისეთი რაღაცებიც, რაც ჩვენ არ გვაქვს, სამწუხაროდ, ჯერჯერობით“ - ავრცელებს უკრაინაში მებრძოლი ქართველი ჯარისკაცი ვანო ნადირაძე.