“ძმებ კაკულიებს ჩვენ ბრალს არ ვდებთ... ყველაზე მეტად მინდა, რომ მათი სახელი ნიკოს მკვლელობასთან არ ფიგურირებდეს“ - ნიკო კვარაცხელიას დედა
გურამ და დავით კაკულიებს ჩვენ არ ვდებთ ბრალს, ბრალი დასდო პროკურატურამ, საგამოძიებო მხარემ, რომელმაც ათი ათასი ფურცელი დაგვიდო, როგორ გეგმავდნენ ეს ახალგაზრდები ნიკოს მკვლელობას. მე ყველაზე მეტად მინდა, რომ მათი სახელი არ ფიგურირებდეს ნიკოს მკვლელობასთან, - ასე ეხმაურება „ინტერპრესნიუსთან“ ვერაზე მოკლული ნიკო კვარაცხელიას დედა იზა ომაძე გურამ კაკულიას მიერ პროცესზე გაკეთებულ განცხადებას, რითაც ის ამტკიცებს,რომ ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმეში მას და მის ძმას, დავით კაკულიას, არანაირი შემხებლობა არ აქვთ.
„როდესაც სამართალდამცველებმა გიორგი კავილაძე აიყვანეს, მან სიტყვა-სიტყვით თქვა, რომ მათ [გიორგი კავილაძეს და აკო ჭელიძეს] მკვლელობა დაუკვეთა კაკულიამ. მე, როგორც დედას, ყველაზე მეტად მინდა, რომ ისინი ამ საქმის თანამონაწილეები არ იყვნენ. კავილაძის ოჯახი მათ პირდაპირ და ირიბად სდებდა ბრალს.
კაკულიებს ჩვენ არ ვდებთ ბრალს, ბრალი დასდო პროკურატურამ, საგამოძიებო მხარემ, რომელმაც ათი ათასი ფურცელი დაგვიდო, როგორ გეგმავდნენ ეს ახალგაზრდები ნიკოს მკვლელობას. მე ყველაზე მეტად მინდა, რომ მათი სახელი არ ფიგურირებდეს ნიკოს მკვლელობასთან. მე მათ ვუსურვებ, რომ ძალიან ბედნიერები იყვნენ თავისი სიმართლით. როგორც ჩემი შვილი წარდგა ღვთის წინაშე, ისე წარდგებიან ისინიც. რაც შეეხება გიორგი კავილაძის ოჯახს, ამ ოჯახმა ათამდე ახალგაზრდას მოსდო ჩირქი. კავილაძის და ჭელიძის ოჯახს ქვეყანაში ცხოვრების მორალური უფლება არ აქვთ. ისინი არიან სპეცსამსახურების თანამშრომლები, განსაკუთრებით, დედები და ეს პროცესი თავდაყირა მათ დააყენეს“, - განაცხადა იზა ომაძემ. ვრცლად იხილეთ interpressnews.ge