“ეს არის ავსტრიის კანცლერის პირველი ვიზიტი საქართველოში და შეიძლება ვუწოდოთ ისტორიული“ - საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალური კანცლერის ერთობლივი განცხადებები
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალურ კანცლერს, კარლ ნეჰამერს შეხვდა.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პირისპირ შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის არსებული ორმხრივი დღის წესრიგის ძირითადი მიმართულებები და არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს.