მიხეილ სააკაშვილის მამა არ გამორიცხავს, რომ მისი შვილის გათავისუფლების მოთხოვნით, საპროტესტო აქციები დაიწყოს
საქალაქო სასამართლოში, სადაც მიხეილ სააკაშვილის პროცესი მიმდინარეობს, მესამე პრეზიდენტის მამა, ნიკოლოზ სააკაშვილი მივიდა.
იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო დაცვის მხარის მოთხოვნას არ დააკმაყოფილებს, ექსპრეზიდენტის მამა საპროტესტო აქციების დაიწყებას არ გამორიცხავს.
ნიკოლოზ სააკაშვილის შეფასებით, სააკაშვილის მკურნალობა საქართველოში შეუძლებელია. ამიტომ მისი საზღვარგარეთ გადაყვანა აუცილებელია.