რჩება თუ არა ნიკა მელია "ნაციონალურ მოძრაობაში"?
"ამ ბრძოლაში, ამ პარტიაში ვრჩები" - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" უკვე ყოფილმა თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ, ბრიფინგზე განაცხადა.
ცნობისთვის, "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი გახდა. ამის შესახებ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, კობა ნაყოფიამ, განაცხადა.
მისივე თქმით, ხაბეიშვილმა ხმების 52.58% მოიპოვა. რაც შეეხება სხვა კანდიდატებს - ნიკა მელიამ ხმების 40% აიღო, გიორგი მუმლაძემ - 3.68%, ნონა მამულაშვილმა კი - 3.73%.
კობა ნაყოფიას თქმით, ენმ-ის თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობა 41 264-მა პირმა მიიღო.