“ბახმუტი, 21- საუკუნის არმაგედონი: ზომბები შეტევაზე დაუსრულებლად მოდიან“ - რას ვიდეოს აქვეყნებს კობა ხაბაზი უკრაინიდან?
“ბახმუტი, 21- საუკუნის არმაგედონი.
აქ ზომბები შეტევაზე დაუსრულებლად მოდიან, თუმც არა, ზომბებზე უარესნი, პირსისხლიანი ოკუპანტები. ბნელი, შავი მასა მოდის, რომ ჩააქროს თავისუფლების სხივი, რომ დახოცოს, დაიმონოს, დაანგრიოს ნათელი.
ყოველ ნახევარ საათში ახალი დავალება, ახალი კოორდინატები და უწყვეტი კანონადა, აი ისეთი, ერთი წამიც რომ არ არის შუალედი. ეთერი გაჟღენთლია ჭურვების, რაკეტებისა და ნაღმების მოფრენის სფეციფიკური ხმით, გამოწრთობილი მებრძოლები მოფრენის ხმით ზუსტად აფასებენ სად დაეცემა ჭურვი, შენთან ახლოს თუ მოშორებით...
აქ თავით ფეხამდე, შენი ყოველი ატომი ჩართულია ომში, თავიდან ცდილობ რობოტი არ გახდე, მაგრამ იმდენად ბევრია დავალება, იმდენად ხშირად უნდა აკეთო გამოთვლები, დამიზნება და გასროლა, რომ ბოლოს ყველაფერს მექანიკურად აკეთებ... და ალბათ სწორედ ამ დროს ხდები ნამდვილი მეომარი, ამ დროს ხდები მტრისთვის საშიში.
Mamuka Mamulashvili , მადლობა ლომი ბიჭების სახელით, რომ მოგვეცი საშუალება ერთად ვიბრძოლოთ უკრაინისა და საქართველოსთვის.
მიხეილ ქამხაძე- მადლობა რომ სული და გული ჩადე ჩვენში, რომ უმოკლეს ვადაში გვასწავლე ყველაფერი უსაფრთხოებიდან დაწყებული, სროლის სიზუსტის ხელოვნებით დამთავრებული.P.S. ჰო, ოკუპანტების საწყობი იყო და აღარ არის....
Georgian Legion - Грузинський Легіон ქართული ლეგიონი“ -წერს კობა ხაბაზი.