ვინ არის კაცი, რომელმაც 72 წლის ბებიის მკვლელობა ქილერს დაუკვეთა - ცნობილი ხდება ახალი დეტალები და სავარაუდო მოტივი
არსებული ინფორმაციით, თანხა, რომელიც შვილიშვილმა მდიდარი ბებიის მოსაკლავად დაქირავებულ ქილერს გადაუხადა, სავარაუდოდ, ბებიასვე გამოართვა. 70 ათასი ლარი 26 წლის კაცმა ოჯახის წევრს რამდენიმე დღის წინ სთხოვა.
მიზეზი, რის გამოც კრიმინალური პოლიციის ყოფილმა თანამშორმელმა ოჯახის წევრი მოსაკლავად გაიმეტა დიდძალი ქონებაა. სავარაუდოდ, გამზრდელი ბებიის განეიტრალების შემდეგ, ახალგაზრდა კაცი იმ უნივერსიტეტის მისაკუთრებას ეცდებოდა, რომელიც 72 წლის ქალის საკუთრებაშია.
AMBEBI.GE-სთვის ცნობილი გახდა, რომ შვილიშვილის მიერ დაქირავებული მკვლელი სამიზნე ობიექტს ვაკეში, "აქსისის" მიმდებარე ტერიტორიაზე უთვალთვალებდა (საცხოვრებელ ადგილას).როგორც წყარო გვეუბნება, საუბარია დიდძალ ქონებაზე, რომელსაც ბებია შვილიშვილს მემკვიდრეობით არ უტოვებდა, მან კი ამ გზით სცადა მისი ხელში ჩაგდება. როგორც წყარო გვეუბნება, ბეწვზე გადარჩენილი თბილისის ერთ-ერთი უნივერსიტეტის რექტორი და პროფესორი ვალენტინა საყვარელიძეა.
შვილიშვილი კი, რომელი ბებიის მკვლელობის შეკვეთაშია ბრალდებული, ალექსანდრე საყვარელიძეა. ვრცლად იხილეთ ambebi.ge
ფოტო: ტვ პირველი