ინტერნეტში ვრცელდება ირანში, ისპაჰანში მდებარე სამხედრო ობიექტზე დრონებით თავდასხმის კადრები
ირანის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ქალაქ ისპაჰანში სამხედრო ქარხანაზე რამდენიმე უპილოტო თვითმფრინავით თავდასხმა მოხდა.
სამინისტროს ცნობით, თავდასხმები "წარუმატებელი" იყო და მსხვერპლი არ მოჰყოლია.
„ერთი [დრონი] დაარტყა… საჰაერო თავდაცვას, ხოლო დანარჩენი ორი თავდაცვით ხაფანგში მოხვდა და ააფეთქეს“, - ნათქვამია სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო IRNA-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
„საბედნიეროდ, ამ წარუმატებელ თავდასხმას არ მოჰყოლია მსხვერპლი და მცირე ზიანი მიაყენა ქარხნის სახურავს“, - ნათქვამია განცხადებაში.
უწყებაში არ საუბრობენ, თუ ვინ შეიძლება ეჭვმიტანილი თავდასხმის განხორციელებაში.
განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც ირანულმა მედიამ ისპაჰანში ძლიერი აფეთქების შესახებ გაავრცელა ინფორმაცია.