"მინდა გითხრათ, თუ ეს ასე გაგრძელდება, ფატალურ შედეგამდე მივა" - "ვივამედის" დირექტორი მიხეილ სააკაშვილზე
მიხეილ სააკაშვილისთვის სასიცოცხლო ფუნქციების შესანარჩუნებლად შეთავაზებული იყო ინფუზიური თერაპია, რომელიც მისი ორგანიზმისთვის აუცილებელია, ამაზე მან კატეგორიული უარი განაცხადა. თუ ასე გაგრძელდება მისი მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდება. მინდა მოვუწოდო ოჯახის წევრებს, ქალბატონ გიულის, რომ იქნებ მოხდეს ადამიანის დარწმუნება, რომ დაექვემდებაროს ექიმის მკურნალობას, სხვა შემთხვევაში ამან შეიძლება მართლა მიიყვანოს ფატალურ შემთხვევამდე, - ამის შესახებ კლინიკა „ვივამედის“ დირექტორმა ზურაბ ჩხაიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მან ჟურნალისტებთან მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პაციენტმა შეამცირა იმ საკვების მიღებაც კი, რასაც აქამდე იღებდა.