"მორალურად არასწორი იყო ამ ვიდეოთი იმის ჩვენება, თითქოს შეურაცხადი ვარ" - მიხეილ სააკაშვილი გავრცელებულ ვიდეო ჩანაწერზე
მიხეილ სააკაშვილი გერმანულ გამოცემა Spiegel-თან ინტერვიუში პენიტენციური სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოჩანაწერებზე საუბრობს. გამოცემის კითხვაზე, "ერთ-ერთი ვიდეო კი ასახავს, რომ თქვენ კლინიკის პერსონალის მიმართ აგრესიას გამოხატავთ და ნივთებს ყრით გარშემო" - მესამე პრეზიდენტი პასუხობს:
"პერსონალს აქ ვუყვარვარ, ეს ტელევიზიითაც გაცხადდა. იმ დღეს რაც შეეხება, მოსამართლე და პროკურორები, ჩემ პალატაში აპირებდნენ პროცესის გამართვას მიუხედავად იმისა, რომ სიცხე წნევა და ტვინის ანთება მქონდა. ამიტომ დავყარე წამლები რომლებიც მომცეს. მორალურად არასწორი იყო ამ ვიდეოთი იმის ჩვენება, თითქოს შეურაცხადი ვარ."