loader

"ონკოლოგიაში ზოგჯერ დგება მომენტი, როცა ძალიან გეტირება, მაგრამ რომ იტირო, პაციენტს გული გაუსკდება - დღეს ისე მითხრა, გიორგი ექიმო, არ გამიშვაო, მიწა გამომეცალა ფეხებიდან" - რას წერს გიორგი ღოღობერიძე პაციენტზე? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ონკოლოგიაში ზოგჯერ დგება მომენტი, როცა ძალიან გეტირება, მაგრამ რომ იტირო, პაციენტს გული გაუსკდება - დღეს ისე მითხრა, გიორგი ექიმო, არ გამიშვაო, მიწა გამომეცალა ფეხებიდან" - რას წერს გიორგი ღოღობერიძე პაციენტზე?

გიორგი ღოღობერიძე სოციალურ ქსელში ამაღელვებელ სტატუსს აქვეყნებს:

"ონკოლოგიაში ზოგჯერ დგება მომენტი, როცა ძალიან გეტირება, მაგრამ რომ იტირო, პაციენტს გული გაუსკდება და ფარ-ხმალს დაყრის. ეს კაცი, ბატონი ლივთერი, ძალიან მიყვარს. ჩვენ აქ ორივე ვიცინით, მაგრამ ორივემ ვიცით, როგორ ტკივა ამ დროს ორგანოები. ვიცინით, რადგან ერთმანეთს ვამხნევებთ, ბრძოლას რომ აქვს აზრი და რომ არ უნდა დავნებდეთ. ვიბრძვით თითოეული დღისთვის… ორივემ ვიცით რა ძვირფასია თითოეული წამი. დღეს სხვა კლინიკაში მომიწია მისი გაშვება და ისე მითხრა, გიორგი ექიმო, არ გამიშვაო, მიწა გამომეცალა ფეხებიდან," - წერს გიორგი ღოღობერიძე.