“დააკვირდით ერთ დეტალს...“ - აზერბაიჯანის საელჩოზე თავდასხმის ახალი კადრები განხილვის საგნად იქცა
ვრცელდება აზერბაიჯანის საელჩოზე თავდასხმის ახალი კადრები, სადაც მედიის ყურადღება ერთმა დეტალმა მიიქცია.
“დააკვირდით ერთ დეტალს. თავდამსხმელი როდესაც ავტომობილიდან გადმოდის, ჯიხურში მყოფ დაცვას ხელით რაღაცას ანიშნებს.“ - წერს უცხოური მედია და აღნიშნავენ, რომ სავარაუდოდ თავდამსხმელი და გარეთ მყოფი დაცვა შეთანხმებული იყვნენ.
ირანში, აზერბაიჯანის საელჩოზე განხორციელებულ შეიარაღებული თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა.
აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, დაღუპული პირი საელჩოს დაცვის თანამშრომელია. მათივე ცნობით, დიპლომატიური არხებით მოპოვებული ინფორმაციით, თავდამსხმელი დაკავებულია.
ირანელმა სამართალდამცველებმა მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყეს.