ვრცელდება “ხალხის მსახურის” დეპუტატის, ნიკოლაი ტიშჩენკოს ტაილანდში მოგზაურობის ვიდეო, რის გამოც იგი პარტიიდან გარიცხეს
ტაილანდში მოგზაურობის გამო უკრაინის მმართველი პარტიიდან დეპუტატი გარიცხეს. 26 იანვარს უკრაინის მმართველი პარტიის, “ხალხის მსახურის” დეპუტატი ნიკოლაი ტიშჩენკო ტაილანდში გაემგზავრა “უკრაინულ თემთან შესახვედრად”.
უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილებით კი, სამხედრო მდგომარეობის პერიოდში სამოქალაქო მოხელეებს ქვეყნის დატოვება მხოლოდ სამსახურებრივი მოგზაურობის ფარგლებში შეუძლიათ.
უკრაინის უმაღლესი რადას სპიკერმა რუსლან სტეფანჩუკმა განაცხადა, რომ ტიშჩენკო საზღვარგარეთ არ გაუგზავნია და, როგორც უმაღლესი რადას თავმჯდომარეს, ტაილანდში სამსახურებრივი მოგზაურობის განკარგულებაზე ხელი არ მოუწერია.
მოგვიანებით, “ხალხის მსახურის” საპარლამენტო ფრაქციის ხელმძღვანელმა დავით არახამიამ განაცხადა, რომ ტიშჩენკო “ხალხის მსახურის” ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობიდან გაათავისუფლეს.
“ტიტანურ სამუშაოს ვაკეთებდი და ვაკეთებ. უკვე სხვადასხვა ქვეყანაში ვიყავი. [ტაილანდში] საერთოდ არ გვყავს ელჩი… ხალხმა მომმართა, მე უარი არ ვუთხარი… სამეფო ოჯახის წარმომადგენლებს შევხვდი. თქვენ ხომ თავად დააყენეთ დეპუტატებისთვის მიზანი, რომ 24/7-ზე ვიმუშაოთ”, - წერს ტიშჩენკო.