loader

"ჩემი ყურით გავიგე მძღოლისგან, სწორედ ამის გამო მცირდება ტრანსპორტი, ნუ გაქვთ პრეტენზია დამატებაზეო" - რა ინფორმაცია ვრცელდება სოციალურ ქსელში და რას ამბობენ სატრანსპორტო კომპანიაში? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ჩემი ყურით გავიგე მძღოლისგან, სწორედ ამის გამო მცირდება ტრანსპორტი, ნუ გაქვთ პრეტენზია დამატებაზეო" - რა ინფორმაცია ვრცელდება სოციალურ ქსელში და რას ამბობენ სატრანსპორტო კომპანიაში?

სოციალურ ქსელში ხშირად ვრცელდება ინფორმცია იმის შესახებ, რომ მგზავრები საზოგადოებრივ ტრანსპორტში ხშირად უბილეთოდ მგზავრობენ, რაც ტრანსპორტის შემცირებას იწვევს.

ასევე ვრცელდება ინფორმაცია იმასთან დაკავშირებითაც, ამაზე თავად მძღოლებიც საუბრობენ.

„მძღოლებისგან ხშირად გამიგია, რომ ტრანსპორტიდან მიღებული შემოსავალი საწვავისთვისაც არაა საკმარისი, ხალხი არ იხდის საფასურს და ნუ გაქვთ პრეტენზია ტრანსპორტის დამატებაზეო“ - წერენ კომენტარებში.

"პალიტრავიდეო" თბილისის სატრანსპორტო კომპანიას დაუკავშირდა. როგორც კომპანიაში გვითხრეს, ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და უბილეთოდ მგზავრობა ტრანსპორტის შემცირების მიზეზი ნამდვილად არ არის.