“მიხეილ სააკაშვილის წონა დღეს 68 კილოგრამია, ე.ი. კახექსიის ძალიან სწრაფი პროცესი დაიწყო“ - გიული ალასანია
მესამე პრეზიდენტის დედის, გიული ალასანიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი დღეს აწონეს და მისი წონა „68 კილოგრამი და რამდენიმე გრამია“. როგორც გიული ალასანია აცხადებს, ეს ნიშნავს, რომ კახექსიის ძალიან სწრაფი პროცესი დაიწყო.