ვინ გადასდო მიხეილ სააკაშვილს კორონავირუსი? - "ჩვენმა ეპიდემიოლოგიურმა სამსახურმა მოკვლევა დაასრულა..."
"პაციენტთან შესვლა პენიტენციური სამსახურის პრეროგატივაა. რაც შეეხება კონტაქტებს, ჩვენმა ეპიდემიოლოგიურმა სამსახურმა მოკვლევა დაასრულა. ყველა იმ პირის ტესტის პასუხი, ვისაც პაციენტთან ჰქონდა შეხება, უარყოფითია. ერთადერთი, შემსვლელთა შორის არიან ადვოკატები, რომლებმაც PCR ტესტი არ წარმოადგინეს. შეიძლება სწრაფმა ტესტმა აჩვენოს უარყოფითი შედეგი, მაგრამ PCR ტესტი სხვაა“, - ამის შესახებ კლინიკა "ვივამედის" კლინიკური დირექტორმა ზურაბ ჩხაიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.