"გისურვებთ, რომ მომავალი დაბადების დღე თავისუფალ და გაერთიანებულ უკრაინაში გეზეიმოთ" - სალომე ზურაბიშვილი უკრაინის პრეზიდენტს დაბადების დღეს ულოცავს
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილის უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკ დაბადების დღეს ულოცავს:
"ბატონო პრეზიდენტო, გილოცავთ დაბადების დღეს და გისურვებთ, რომ მომავალი დაბადების დღე თავისუფალ და გაერთიანებულ უკრაინაში გეზეიმოთ. გისურვებთ სიძლიერესა და გამძლეობას თავისუფლებისა და სუვერენიტეტისათვის ამ დაუღალავ ბრძოლაში! თქვენი გამარჯვება, ჩვენი გამარჯვება იქნება! დიდება უკრაინას!" - წერს საქართელოს პრეზიდენტი.