"ყოველდღე გული მისდის... რეანიმაცია სჯობს, იმიტომ, რომ იქ მუდმივად ექიმი გვერდით ჰყავს' - გიული ალასანია მიხეილ სააკაშვილზე
"გამოირკვა, რომ ირგვლივ არავის აქვს კოვიდი, ფაქტობრივად, სრულ იზოლაციაშია. სულ რამდენიმე ადამიანი შედის და არავის კოვიდი არ გვაქვს. მე პირადად არავისთან მქონია კონტაქტი, ვისაც კოვიდი აქვს. ასე რომ, მიკვირს.
მას ძალიან დაქვეითებული იმუნიტეტი აქვს - კალიუმი, კალციუმი, ჰემოგლობინი ძალიან დაბალია და ხშირად, პრაქტიკულად, ყოველდღე, გული მისდის. ყოველ წუთში გული ერევა და გული მისდის. დილიდან საუბარი რეანიმაციაზე იყო. გააჩნია რა პროცედურა ჩაუტარდება. მე ასე ვიცი, რომ რეანიმაცია სჯობს, იმიტომ, რომ იქ მუდმივად ექიმი გვერდით ჰყავს. არავისთან პრეტენზია არ მაქვს, პირიქით, ყველა ძალიან ყურადღებიანია. როცა ადამიანი მძიმედ არის, გვერდით ბადრაგი კი არ უნდა იჯდეს, არამედ მუდმივად ექიმი უნდა იყოს" - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედამ, გიული ალასანიამ, კლინიკა „ვივამედში” მიხეილ სააკაშვილის მონახულებამდე განაცხადა.