"მინდა მადლობა გადავუხადო ბიძინა ივანიშვილს ამ გადაწყვეტილებისთვის" - კახა კალაძე
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, „ლაგუნა ვერეს“ პროექტს ანგაჟირებული ადამიანები პოლიტიკურად იყენებენ. როგორც მან დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღნიშნა, პროექტის განხორციელების შემდეგ მთლიანად შენარჩუნდება „ლაგუნა ვერეს“ ინფრასტრუქტურა და საბოლოოდ, ძალიან კარგი პროექტი იქნება.