loader

"მთვრალი ხომალდი" კარგა ხანია არტურ რემბოს ლექსია და ხალხს კოსტა სანიკიძის ჰგონია - მაგრამ ეგ არაფერი, მე კოსტას და ხალხსაც ყველაფერს ვაპატიებ" - გიორგი კეკელიძე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მთვრალი ხომალდი" კარგა ხანია არტურ რემბოს ლექსია და ხალხს კოსტა სანიკიძის ჰგონია - მაგრამ ეგ არაფერი, მე კოსტას და ხალხსაც ყველაფერს ვაპატიებ" - გიორგი კეკელიძე

ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში წერს:

"დღეს ერთმა გოგონამ დამირეკა და ბრძანებითი კილოთი მითხრა: ესა და ეს ჟურნალისტი ვარ და ,,პრაიმ-ჰაუსზე" თქვენი აზრი მოგვახსენეო. ხმის კოჭებშივე ეტყობოდა, დაახლოებით ასეთ პასუხს ელოდა: ,,აბა, ამ მდარე შოუზე ლაპარაკს როგორ მკადრებთ, მხოლოდ ერთი წუთი შევხედე და სრულიად საკმარისი იყო მეტი აღარ მენახა და სხვანი". მე კი გრძელ გზაზე ვიდექი და დაწვრილებით მოვუყევი ლენუკას, გოგას, ბაგირას, სალის, გურამის, თამაზას და კოსტას და სხვათა შესახებ. ვერ დავინახავდი, მაგრამ მკაფიოდ ვიგრძენი, სახეზე გაკვირვებამ და ცოტა წყენამაც გადაურბინა. ერთი ეგ იყო, საუბრის დასასრულს, ჩემში პროფესიულმა ,,პაკაზუხობამ" იმძლავრა და უაღრესად მოკრძალებული გულისტკივილი გამოვხატე, რომ ,,მთვრალი ხომალდი" კარგა ხანია არტურ რემბოს ლექსია და ხალხს კოსტა სანიკიძის ჰგონია. მაგრამ ეგ არაფერი, მე კოსტას და ხალხსაც ყველაფერს ვაპატიებ."