loader

"ვაჟკაცებს ცრემლით არ აცილებენო, თქვა და "მრავალჟამიერი" უმღერა დაკრძალვის დროს შვილს" - ოთარ ღვინიაშვილი სამხედრო პატივით დაკრძალეს, დაკრძალვის შემდეგ მის შვილს საქართველოს სახელმწიფო დროშა გადაეცა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ვაჟკაცებს ცრემლით არ აცილებენო, თქვა და "მრავალჟამიერი" უმღერა დაკრძალვის დროს შვილს" - ოთარ ღვინიაშვილი სამხედრო პატივით დაკრძალეს, დაკრძალვის შემდეგ მის შვილს საქართველოს სახელმწიფო დროშა გადაეცა

შსს-ს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის საგარეჯოს რაიონული სამმართველოს უფროსი დეტექტივი ოთარ ღვინიაშვილი, რომელიც 20 იანვრის ღამეს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაიღუპა, სამხედრო პატივით დაკრძალეს.

სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული პოლიციელი უკანასკნელ გზაზე გააცილეს შინაგან საქმეთა მინისტრმა - ვახტანგ გომელაურმა, მისმა მოადგილეებმა, სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის ხელმძღვანელმა პირებმა, გარდაცვლილი პოლიციელის კოლეგებმა და ახლობლებმა.

საპატიო ყარაულმა გარდაცვლილის ხსოვნას პატივი საგანგებო ზალპით მიაგო, დაკრძალვის შემდეგ კი მის შვილს საქართველოს სახელმწიფო დროშა გადასცა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის, მედიასთან ურთიერთობის მთავარი სამმართველოს უფროსი ანანო ბარაბაძე ემოციურ პოსტს აქვეყნებს.

„გმირი შვილი უკანასკნელ გზაზე ღირსეულად გააცილა. ვაჟკაცებს ცრემლით არ აცილებენო, თქვა და "მრავალჟამიერი" უმღერა დაკრძალვის დროს შვილს... ასეთი დედები ზრდიან გმირებს სამშობლოსთვის “, - წერს ანანო ბარაბაძე.