(18+)მოსწავლეებზე ძალადობის ამსახველი ფარული კადრები - კრასნოდარის ოლქში მასწავლებელმა მოზარდებს ქამრით სცემა
კრასნოდარის ოლქში, უსტ-ლაბინსკის სკოლაში, მასწავლებელი სკანდალში მას შემდეგ გაეხვია, რაც ერთ-ერთმა მოსწავლემ ვიდეო ფარულად გადაუღო.
“სკოლის დირექტორის მოადგილე ვლადისლავ დოროფეევი მოსწავლეებს კლასში მიმოფანტული სკამების გამო გაუბრაზდა და თქვა, რომ ისინი საცემები იყვნენ. მოსწავლე ბიჭებმა ეს ხუმრობად აღიქვეს და მასწავლებელს დათანხმდნენ კიდეც, მათ ქამრებიც მოიხსნეს, რის შემდეგაც დირექტორის მოადილემ ისინი დააყენა და ქამრით “გაროზგა“.
მოგვიანებით ვიდეოზე აღბეჭდილი კაცი გაათავისუფლეს“ - ვრცელდება ტელეგრამ-არხებზე.