ვრცელდება სათვალთვალო კამერით გადაღებული შოკისმომგვრელი კადრები - თუ სახლში პატარა გყავთ, ეს 4 რეკომენდაცია უნდა იცოდეთ!
გიზიარებთ იმ რეკომენდაციებს, რომლებიც ყველა მშობელმა უნდა იცოდეს.
1. ბავშვი უნდა იწვეს ცალკე, საკუთარ საწოლში
2. მატრასი, რომელზეც წევს ბავშვი, უნდა იყოს მყარი და თეთრეული მასზე მჭიდროდ უნდა იყოს დამაგრებული;
3. ბავშვს უნდა ეძინოს ზურგზე, ბალიშის, საბნის და სათამაშოების გარეშე;
4. ბავშვის საწოლის მოაჯირებს ნაჭრის/ღრუბლის დამცავი ფენა არ უნდა ჰქონდეს გარშემორტყმული.
აღსანიშნავია, რომ თუ ბავშვი არის იმ ასაკის, რომ თავად მარტივად შეუძლია გადაბრუნება და გადმობრუნება, ამ შემთხვევაში, ძილის დროს უნებურად მუცელზე გადაბრუნებისას არ ვერევით ძილის პოზიციაში.
სრულყოფილად უსაფრთხო გარემო ბავშვისთვის იქმნება მაშინ, როცა მისმა გარშემომყოფებმა, მშობლებმა, ოჯახის წევრებმა თუ ძიძამ, ზრუნვასთან ერთად, იციან პირველადი გადაუდებელი სამედიცინო დახმარებაც.