loader

"მომხდარიდან რამდენიმე წუთში მის გოგოს დავურეკე, მითხრა, რომ... მისი ცოლისგან კი ვიცოდი, რომ გაფორმებული იარაღი დაჰქონდა ჩანთით..." - რას ჰყვება ნოდარ ათუაშვილის ყოფილი ცოლის მეზობელი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მომხდარიდან რამდენიმე წუთში მის გოგოს დავურეკე, მითხრა, რომ... მისი ცოლისგან კი ვიცოდი, რომ გაფორმებული იარაღი დაჰქონდა ჩანთით..." - რას ჰყვება ნოდარ ათუაშვილის ყოფილი ცოლის მეზობელი

მეზობლის ინფორმაციით, პირი, რომელმაც საგარეჯოში მეზობლებსა და პოლიციას ცეცხლი გაუხსნა, ბოლო პერიოდში ყოფილ მეუღლეზე ფიზიკურად ძალადობდა.

როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, მამაკაცი ჩაკეტილი ადამიანი იყო.

„როგორც ვიცი, როდესაც ბინა დაცალა, სამზარეულო და წყლის გამაცხელებელი ჰქონდა წამოსაღები და არ ატანდა. ირმამ (მეუღლემ) თქვა, რომ პოლიციის დახმარებით გაიტანდა. ნიკა (შვილი) იყო კარგი და საუკეთესო ადამიანი, მამასთანაც ვიცი, რომ საუკეთესო ურთიერთობა ჰქონდა. მამა ეხმარებოდა შვილს, პროდუქტი მოჰქონდა, ფულს სჩუქნიდა, ყურადღებას აქცევდა, მამა-შვილს ცუდი ურთიერთობა არ ჰქონდა.

ზოგადად, ნოდარი ჩაკეტილი ადამიანი იყო. მეზობლებს არაფერს ერჩოდა. იყო მომენტი, როდესაც გამარჯობას მეტყოდა, მეორე დღეს შესაძლოა, არც მომსალმებოდა, თავისებური იყო. გამოვრიცხავ, ბიჭებთან მოსვლოდა კონფლიქტი".

ავტორი: ნათია წითელაური