“ვიღაც “ოცნებისტი“ გოგოს უზრდელობა მამისტოლა კაცთან არის გულისამრევი! გილოცავთ, თქვენ თქვენი დედალი ალისტრახო გყავთ!“ - ალეკო ელისაშვილი „ქართული ოცნების“ წევრებს მიმართავს
“ლევან ბერძენიშვილს ერეკლე მეორესთან დაკავშირებით კატეგორიულად არ ვეთანხმები. უფრო მეტიც, მისი დასკვნები ერეკლეს პრორუსულობაზე არის ძალიან არასერიოზული, მცდარი და უგუნურიც კი. არაერთ ეთერში მითქვამს, მზად ვარ ვედებატო ამ თემაზე-მეთქი, მაგრამ არც ერთ არხს ეს დებატები არ დაუგეგმავს.
თუმცა, ამის მიუხედავად, ვიღაც “ოცნებისტი“ გოგოს უზრდელობა მამისტოლა კაცთან არის გულისამრევი. ნაციონალების დროს საზიზღარი ტელევიზია რომ იყო, სახელი არც მახსოვს, ის კადრულობდა ასეთ ალისტრახოობას და ეგაა ზუსტად. გილოცავთ "ოცნებას", თქვენ თქვენი დედალი ალისტრახო გყავთ!
დარწმუნებული ვარ, მაგ დედალ ალისტრახოს ერეკლე მეორეზე ნახევარი გვერდი არც აქვს წაკითხული, მაგრამ უზრდელობაში აშკარად ჩემპიონია. ლევან ბერძენიშვილს არც არაფერი დაჰკლებია ამით. იმ უზრდელმა გოგომ გვაჩვენა თავისი ნამდვილი სახე და ოცნებამ კიდევ დეგრადაციის ღრმა ტენდენცია“ - წერს ალექსანდრე ელისაშვილი.
შეახსენებთ, რომ "ალტ-ინფოს" ჟურნალიტმა ნათია ბერიძემ თავად გაავრცელა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ ლევან ბერძენიშვილს ქუჩაში აჩერებს და “მთელი საქართველოს სახელით“ შემდეგს ეუბნება:
“ერეკლე მეფე გმირი იყო და თქვენ არაკაცი ხართ!“..