loader

ივანიშვილი ამტკიცებს, რომ მისი წარსული სუფთაა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ივანიშვილი ამტკიცებს, რომ მისი წარსული სუფთაა

"ვინც მაბრალებს, რომ კანონს ვარღვევდი, უნდა დაამტკიცოს ეს", ამბობს ივანიშვილი.

მაგრამ "როსიისკი კრედიტი" სახიფათო ინდუსტრიის გიგანტი იყო, ძალიან არეულ დროში, დროში, როდესაც ბოლომდე არც იყო ცხადი, რა არის კანონი და რას ნიშნავს მისი დარღვევა. "როსიისკი კრედიტი" ფლობდა კრასნოიარსკის ალუმინის საწარმოს წილებს. კრასნოიარსკი ის ციმბირული ქალაქია, რომელიც ე.წ. ალუმინის ომების ეპიცენტრად იქცა და ბევრის სიცოცხლეც შეიწირა. ივანიშვილი ამტკიცებს, რომ როგორც კი ვითარება სახიფათო გახდა, მან ეს წილები ოცმაგ ფასად გაყიდა, მაგრამ იმ დროზე ლაპარაკისას, რამდენიმე ისეთი დეტალი წამოსცდა, რომელიც ცხადყოფს, თუ რა ცუდი ვითარება იყო მაშინ. სენ-ტროპეში ისვენებდა, როდესაც შუა ღამით მუქარით დაურეკეს;

მეტოქეების მიერ დაქირავებული მკვლელები მასზე ნადირობდნენ; ქარხნის დირექტორი, შეგზავნილი კაცი, აივანზე საყელოთი გადმოკიდეს; მის პარტნიორს კრასნოიარსკის აეროპორტში ბანდიტები დახვდნენ, ადგილობრივ სასაფლაოზე წაიყვანეს და ის ხალხი შეახსენეს, ვინც ალუმინის ომებს შეეწირა. "ჩემი მთავარი ღირებულება თავისუფლება და სიცოცხლეა", – ასე ხსნის ივანიშვილი ალუმინის ბიზნესიდან გამოსვლის გადაწყვეტილებას. "იმ დროის ისტორიას რომ გადავხედოთ, რამდენი დაიღუპა, რამდენმა დაკარგა თავისუფლება, ღმერთო ჩემო!"

ივანიშვილმა სტოლინსკის სამთო გადამამუშავებელი ქარხნის წილები 1991 წელს $150,000-ად იყიდა და 15 წლის შემდეგ ეს აქციები $500 მილიონად გაყიდა. ამ ვერტიკალურად ინტეგრირებულმა ინვესტიციებმა "როსიისკი კრედიტს" დამოუკიდებლობა შეუნარჩუნა.

"როსიისკი კრედიტმა" 1998 წელს დიდი დარტყმა მიიღო, როდესაც სახელმწიფოში დეფოლტი დაიწყო და ფული გაუფასურდა. მაშინ რუსეთის ეკონომიკა ჩამოიქცა. მაგრამ ივანიშვილის პირადმა ქონებამ – ოქრომ და მეტალებმა ფასი შეინარჩუნა. (ის საბოლოოდ გათავისუფლდა ოქროსგან გასულ წელს და დაახლოებით 31 ტონა, მთლიანად გაყიდა. გადასახადების გადახდის შემდეგ სუფთად $1.7 მილიარდი დარჩა).

Forbes: ივანიშვილს ჭორვილაში ლემურები, ირმები, ფლამინგოები და კენგურუც კი ჰყავს