loader

ახალი შემაშფოთებელი კვლევა, რომელიც განხილვის თემად იქცა - "ნამდვილად დამაფიქრებელია, თუმცა ასე ყველაფერს უნდა მოვერიდოთ" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ახალი შემაშფოთებელი კვლევა, რომელიც განხილვის თემად იქცა - "ნამდვილად დამაფიქრებელია, თუმცა ასე ყველაფერს უნდა მოვერიდოთ"

შილაქი ქალბატონებში უდიდესი პოპულარობით სარგებლობს, რადგან მისი საფარი ფრჩხილზე ხანგრძლივად ნარჩუნდება, წასმისას სწრაფად შრება და განსაკუთრებული სილამაზითაც გამოირჩევა.

შილაქის გარშემო აზრთა სხვადასხვაობა მუდმივად არსებობს. ნაწილს უსაფრთხოდ მიაჩნია, ქალბატონების ნაწილი კი ფიქრობს, რომ მისი მუდმივი გამოყენება ჯანმრთელობისთვის საზიანოა.

კალიფორნიის სან-დიეგოსა და პიტსბურგის უნივერსიტეტების მეცნიერებმა გამოაქვეყნეს კვლევა, რომლითაც ეცადნენ გაერკვიათ, რა ზიანს აყენებს ჩვენს ხელებს რადიაციის ეს წყარო.

ფრჩხილის ლაქის LED საშრობი ჩვენი ფრჩხილებისთვის ერთგვარი მინი-სოლარიუმია. ის იყენებს ულტრაიისფერ გამოსხივებას, რათა ფრჩხილის სხვადასხვა სახის ლაქი სწრაფად და სუფთად გააშროს და გაამყაროს.

წლების წინ ჩატარდა კვლევა, რომლის მიხედვითაც პირდაპირი კავშირი ფრჩხილის საშრობ მოწყობილობასა და კანის კიბოს შორის არ აღმოჩნდა, თუმცა ახალი კვლევა საკითხს მოლეკულურ დონეზე ეხება და შემაშფოთებელ დასკვნებს გვთავაზობს.