loader

“მად­ლე­ნა მთელ კა­ხეთს აზან­ზა­რებ­და, მისი ყველას ეშინოდა“- "სის­ხლი­ა­ნი ატა­მან­შას", საქართველოს ისტორიაში ყველაზე სასტიკი მკვლელი ქალის ამბავი, რომლის სახელსაც13-მდე მკვლელობას უკავშირებენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“მად­ლე­ნა მთელ კა­ხეთს აზან­ზა­რებ­და, მისი ყველას ეშინოდა“- "სის­ხლი­ა­ნი ატა­მან­შას", საქართველოს ისტორიაში ყველაზე სასტიკი მკვლელი ქალის ამბავი, რომლის სახელსაც13-მდე მკვლელობას უკავშირებენ

მრა­ვალ­გზის გა­სა­მარ­თლე­ბუ­ლი დამ­ნა­შა­ვე მად­ლე­ნა ზვო­რი­კი­ნა-ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლი 2014 წელს, აზერ­ბა­ი­ჯა­ნელ და ქარ­თველ სა­მარ­თალ­დამ­ცვ­ელთა ერ­თობ­ლი­ვი ძა­ლის­ხმე­ვით, ბა­ქო­ში და­ა­კა­ვეს და სა­ქარ­თვე­ლო­ში დიდი ხმა­უ­რით ჩა­მო­იყ­ვა­ნეს. მას მთა­ვარ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რამ ბრა­ლი 1993 წელს გან­სა­კუთ­რე­ბით და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბებ­ში ჩა­დე­ნი­ლი 4 კა­ცის გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბა­ში წა­უ­ყე­ნა (საქ­მე ეხე­ბა გურ­ჯა­ან­ში იმერ­ლიშ­ვი­ლე­ბის ოჯა­ხის ამო­წყვე­ტას). ზვო­რი­კი­ნამ ქალ­თა კო­ლო­ნი­ა­ში მხო­ლოდ 9 თვე გა­ა­ტა­რა. პრო­კუ­რა­ტუ­რამ ვერ შეძ­ლო საქ­მის დას­რუ­ლე­ბა, საკ­მა­რი­სი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის წარ­დგე­ნა და სა­სა­მარ­თლომ ცი­ხი­დან მად­ლე­ნას გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო. მად­ლე­ნამ სა­ქარ­თვე­ლო და­ტო­ვა.

2019 წელს გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ უკ­რა­ი­ნა-ბე­ლა­რუ­სის სა­ზღვარ­ზე 65 წლის რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე მად­ლე­ნა ზვო­რი­კი­ნა და­ა­კა­ვეს. იგი ბე­ლა­რუს­მა სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა იზო­ლა­ტორ­ში მო­ა­თავ­სეს, სა­დაც 40 დღე დაჰ­ყო. იმა­ვე წლის 25 ნო­ემ­ბერს მად­ლე­ნა ზვო­რი­კი­ნა რუ­სეთს გა­და­ე­ცა.

რო­გორც რუ­სუ­ლი პრე­სა წერ­და, მად­ლე­ნა ზვო­რი­კი­ნამ 1990-იან წლებ­ში, "საქ­მი­ან" პარტნი­ორ ალექ­სან­დრე რო­შინ­თან ერ­თად , რო­მე­ლიც რო­გორც ამ­ბო­ბენ, მისი საყ­ვა­რე­ლიც იყო, მოს­კოვ­ში ბან­და შექ­მნა, რომ­ლის ან­გა­რიშ­ზეც, სა­ვა­რა­უ­დოდ,13 მკვლე­ლო­ბაა. ჩა­დე­ნილი მრა­ვალ­რი­ცხო­ვანი და­ნა­შა­უ­ლის გამო მად­ლე­ნას "სის­ხლი­ა­ნი ატა­მან­შა" და­არ­ქვეს.

"ჩვე­ნი მუ­სი­კის მას­წავ­ლე­ბე­ლი იყო. მახ­სოვს, სულ გაპ­რან­ჭუ­ლი და­დი­ო­და, ლა­მა­ზი ქალი იყო. მისი ყო­ფი­ლი ქმა­რი, ვაჟა მა­თი­აშ­ვი­ლი, ალა­ზან­ში და­იხ­რჩო. მად­ლე­ნა მთელ კა­ხეთს აზან­ზა­რებ­და, მუ­სი­კის მას­წავ­ლე­ბე­ლი უცებ კა­ხე­თის "მხედ­რი­ო­ნის" უფ­რო­სი გახ­და. მისი ყვე­ლას ეში­ნო­და. იმერ­ლიშ­ვი­ლე­ბის ამო­ხოც­ვა­ში თა­ვი­დან­ვე მას ასა­ხე­ლებ­დნენ", - გა­ნა­ცხდა "კვი­რის პა­ლიტ­რას­თან" გურ­ჯა­ა­ნის ერთ-ერ­თმა მკვიდრმა რამ­დე­ნი­მე წლის წინ. ვრცლად იხილეთ AMBEBI.GE