"მოხდა სამწუხარო ფაქტი" - 22 წლის ქალს ოპერაციის შემდეგ მუცლის ღრუში მაკრატელი ჩაუტოვეს
22 წლის გოგოს ოჯახის წევრები ამბობენ, რომ რუსთავში ოპერაციის შემდეგ ქალს მუცლის ღრუში მაკრატელი ჩაუტოვეს. ოპერაცია მარდალეიშვილის კლინიკაში ჩატარდა.
ახლობლები ამბობენ, რომ ოპერაციის შემდეგ ქალს მაკრატელი მუცელში 3 თვის განმავლობაში ჰქონდა, ამ ხნის განმავლობაში კი პაციენტს ტკივილები აწუხებდა, თუმცა მიზეზის დადგენა "ნიუ ჰოსპიტალში" ჩატარებული კვლევებით მოხერხდა, რის შემდეგაც მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრში ახალი ოპერაცია ჩაინიშნა.
ვიდეო: "ფორმულა"