loader

ბორის ჯონსონი უკრაინაში ჩავიდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ბორის ჯონსონი უკრაინაში ჩავიდა

დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი უკრაინაში ჩავიდა. ის ბუჩასა და ბოროდიანკას ეწვია.

ჯონსონის უკრაინაში ვიზიტის ამსახველი კადრები სოციალურ ქსელებში ვრცელდება.

პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბორის ჯონსონთან შეხვედრის ვიდეო გამოაქვეყნა და მას მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის.

“პრივილეგიაა პრეზიდენტ ზელენსკის მოწვევით უკრაინაში ვიზიტი. უკრაინელი ხალხის ტანჯვა ძალიან დიდხანს გაგრძელდა. ამ ომის დასრულების ერთადერთი გზა არის უკრაინის გამარჯვება - და რაც შეიძლება სწრაფად გამარჯვება”, - აღნიშნა ჯონსონმა.