დაპირისპირება საგანგებო სიტუაციების და გადაუდებელი დახმარების ცენტრში - აქციის მონაწილე ექიმებს და სასწრაფოს მძღოლებს კარი ჩაუკეტეს და შენობაში არ შეუშვეს
საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის მთავარ ოფისში ხმაური იყო.
როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, მას შემდეგ, რაც აქციის რამდენიმე მონაწილემ შენობა დატოვა, მათ შესვლის უფლებას აღარ აძლევენ. აქციის მონაწილეები მთავარ ოფისში აქციებს რამდენიმე დღეა, რაც მართავენ და ანაზღაურების მატებას მოითხოვენ.
როგორც აქციის მონაწილე განმარტავს, "ადმინისტრაციამ კერძო დაცვა დაიქირავა და დასაქმებულ ადამიანებს საშვის გარეშე არ უშვებს“.