loader

ისრაელში ანტისამთავრობო აქცია გაიმართა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ისრაელში ანტისამთავრობო აქცია გაიმართა

თელ-ავივში მასშტაბური ანტისამთავრობო აქცია გაიმართა, რომელშიც მონაწილეობას 100 000-ზე მეტი ადამიანი იღებდა. გამოსვლები იყო იერუსალიმში, ხაიფაში, ბეერ-შევასა და სხვა ქალაქებშიც.

მომიტინგეები ქუჩებში ისრაელის სასამართლო სისტემის რეფორმის წინააღმდეგ გამოვიდნენ.

„ეს არის საშიში მთავრობა. ეს მთავრობა არ იქნება კარგი ქალებისთვის, ლგბტ ადამიანებისთვის, გაღარიბებული ხალხისთვის... და რა თქმა უნდა პალესტინელებისთვის”, - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

მედიის ცნობით, უკვე მეორე კვირაა, რაც ისრაელის სხვადასხვა ქალაქში მასობრივი საპროტესტო აქციები იმართება.

ოპოზიციის ლიდერმა იაირ ლაპიდმა თელ-ავივში შეკრებილ მომიტინგეებს სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ „ხალხი, ვისაც ქვეყანა უყვარს“, მოვიდა მისი დემოკრატიისა და სასამართლო სისტემის დასაცავად.

"ჩვენ არ დავნებდებით, სანამ არ გავიმარჯვებთ", - განაცხადა ლაპიდმა.