როგორ უნდა მოვიქცეთ თუ თერმომეტრი გაგვიტყდა - 6 ნაბიჯი გარშემომყოფთა უსაფრთხოებისთვის
როგორ უნდა მოვიქცეთ თუ თერმომეტრი გაგვიტყდა? - “Smitex • შრომის უსაფრთხოება“ რჩევებს გვიზიარებს:
თერმომეტრში მოთავსებულია 1 ან 2 გრამი თხევადი მეტალი - ვერცხლის წყალი. ეს საშიში ნივითიერება, ის იწვევს ადამიანის ძლიერ მოწამლვას.
თერმომეტრის გატეხვისას ვერცხლის წყალი იღვრება, იღებს პატარა ვერცხლისფერი ბურთულების ფორმას და იწყებს მოქმედებას ორგანიზმში ის შეიძლება მოხვდეს ორი გზით: პირიდან (ძალიან იშვიათად) და სასუნთქი გზებით.
ვერცხლის წყლის ანაორთქლით მოწამლვის ძირითადი სიმპტომებია: საერთო მდგომარეობის გაუარესება, სისუსტე, გულისრევა და ღებინება, "მეტალის გემო" პირში, წყლულები ღრძილებზე. მათი არსებობის შემთხვევაში აუცილებლად მიმართეთ ექიმს
➤ თუ გატყდა, რა ვქნათ?
1. სასწრაფოდ გაიყვანეთ ოთახიდან ყველა, ადამიანებიც და ცხოველებიც. არ იაროთ დაბინძურებულ იატაკზე
2. თუ გაქვთ, გაიკეთეთ რეზინის ხელთათმანები, სახეზე აიფარეთ სამედიცინო ნიღაბი (თუ არ გაქვთ - ნებისმიერი სხვა ნაჭერი). ფეხებზე ჩაიცვით სამედიცინო ბახილები ან ჩვეულებრივი პარკები. მოამზადეთ ფანარი ბურთულების აღმოსაჩენად
3. ბურთულების ასაღებად მოამზედეთ შპრიცი ან რეზინის მსხალი "ოყნა", ქაღალდის ფურცლები (შეასრულებს აქანდაზის როლს) და სკოჩი ( ყველაზე პატარა ბურთულების ასაღებად). გააღეთ ფანჯარა, მაგრამ არ გააკეთოთ ორპირი. გამორთეთ კონდიციონერი
4. მოამზადეთ თავსახურიანი შუშის ქილა, მასში უნდა მოათავსოთ ბურთულები და პარკი, რომელშიც შემდეგ მოათავსებთ ქილასაც და გამოყენებულ მასალებს, დაბინძრუებულ ტანსაცმელ-ფეხსაცმელს)
5. დაანათეთ ფანრით (ბურთულები ბრწყინავს), ძალიან ფრთხილად აკრიფეთ ვერხლისწყლის ბურთულები და ჩაუშვით ქილაში
6. ამ პროცედურის დასრულების შემდეგ ქილას დააფარეთ და მჭიდროდ მოუჭირეთ თვსახური. ქილასთან ერთად ყველა გამოყენებული ნივთი მოათავსეთ პარკში, მოუკარით თავი და შეკარით სკოჩით
➤ ამის შემდეგ იატაკი უნდა დამუშავდეს ჩამოთვლითაგან რომელიმე ხსნარით:
1. თუ გაქვთ "მარგანცოვკა" - კალიუმის პერმანგანატი, 1 ლიტრ წყალში ჩაყარეთ 2 გრამი კრისტალები (ხსნარი უნდა გახდეს მუქი ყავისფერი) და დაასხით ძმრის ესენცია 1 ლიტრ წყალზე 1 სუფრის კოვზი
2. სოდა-საპნის ხსნარი. 2 ლიტრ წყალს დაუმატეთ 50 გრამი საპონი და 50 გრამი სოდა, მოურიეთ3. ქლორის შემცველი საშუალების 20% ხსნარი (მაგალიტად დომესტოსი, ბელიზნა და მსგავსები)