loader

“მთელი მათი კამპანია ააგეს ჩემს დისკრედიტაციაზე, დასანანია რომ ამ სტრატეგიას მიიჩნევენ მომგებიანად“ - ნიკა მელია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“მთელი მათი კამპანია ააგეს ჩემს დისკრედიტაციაზე, დასანანია რომ ამ სტრატეგიას მიიჩნევენ მომგებიანად“ - ნიკა მელია

ზუგდიდში ნიკა მელია პარტიის წევრებსა და მხარდამჭერებს დახურულ ფორმატში ხვდება.

როგორც ნიკა მელიამ შეხვედრის დაწყებამდე მედიასთან განაცხადა, ოპონენტები მის წინააღმდეგ ბინძურ კამპანიას მიმართავენ.

„ის საარჩევნო პროცესი, რომელიც დაიწყო, რბილად რომ ვთქვათ, დაიწყო აბსოლუტურად უადგილოდ, მიუღებელი ფორმებით და საერთო პოლიტიკური საზოგადოებრივი ცხოვრებისთვის ზიანის მიყენებით. მიუხედავად ამ ყველაფრისა, სულ რამდენიმე დღეში არჩევნები ჩატარდება პარტია „ნაციონალურ მოძრაობაში". დიდი პოლიტიკური ცვლილებები აუცილებლად დადგება ამ ქვეყანაში, თუმცა, დიდი პოლიტიკური ცვლილებები ჯერ პარტიაში დადგება", განაცხადა ნიკა მელიამ.

შეგახსენებთ, რომ პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს გადაწყვეტილებით, პარტიის თავმჯდომარის არჩევნები 2023 წლის 28-29 იანვარს ჩატარდება. თავმჯდომარეობისთვის 4 კანდიდატი იბრძვის - ნიკა მელია, ლევან ხაბეიშვილი, ნონა მამულაშვილი და გიორგი მუმლაძე.