"დაჭრილებს ესაჭიროებათ სისხლი დიდი რაოდენობით" - კვანტალიანის სისხლის ბანკი განცხადებას ავრცელებს
კვანტალიანის სისხლის ბანკი განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ საგარეჯოში დაჭრილებს დიდი რაოდენობით სისხლი სჭირდებათ.
"უდიდესი ტრაგედია დატრიალდა ჩვენს საგარეჯოში. დაჭრილებს ესაჭიროებათ სისხლი დიდი რაოდენობით. ჩვენი ბანკი გადადის მუშაობის განსხვავებულ რეჟიმზე. ვიმუშავებთ შაბათს და კვირას. გთხოვთ მობრძანდეთ და გვერდში დავუდგეთ ჩვენს თანამოქალაქეებს", - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ საზარელი შემთხვევა საგარეჯოში შუაღამისას მოხდა. ყოფილი სამხედრო საკუთარი სახლის აივნიდან ცეცხლსასროლი იარაღიდან უმისამართოდ ისროდა, რასაც 5 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაშავებულია კიდევ 5 ადამიანი.
საბოლოოდ, ნოდარ ათუაშვილმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.