უმძიმესი ვიდეო და ყველა დეტალი, რომლებიც საგარეჯოში მომხდარ ტრაგედიაზეა ცნობილი - "თავიდანვე არასერიოზულ საქციელებს სჩადიოდა"
კახეთი, საგარეჯოს რაიონი, 12 საათი და 20 წუთი. „ჯეო ჰოსპიტლის“ მიმდებარე ტერიტორიაზე იარაღის ხმა ისმის.
საცხოვრებელი კორპუსის აივანზე 49 წლის მამაკაცი ჩანს, იარაღით ხელში...
5 მოკლული, 5 დაჭრილი - ეს 20 იანვრის ტრაგედიის მძიმე მონაცემია, რომლის უკანაც ყოფილი სამხედრო ნოდარ ათუაშვილი დგას.
10 -12 წუთის განმავლობაში უწყვეტი სროლა, სრულად დაცლილი მჭიდი, მცირე პაუზა, ისევ გასროლის ხმა.