"ორი კვირის წინ ცოლი გაუგდია სახლიდან... რაც იცხოვრეს ერთად, სულ ცემა-ბეგვაში, ერთხელ უდაბნოს გზაზეც მიატოვა თურმე ნაცემი გოგო" - რას ჰყვებიან თავდამსხმელის მეზობლები
"კურიერი" საგარეჯოს ტრაგედიისა და თავდამსხმელის შესახებ მეტი დეტალის გარკვევას ცდილობს. გადამღები ჯგუფი იმ საცხოვრებელ კორპუსთან იმყოფებოდა, სადაც ნოდარ ათუაშვილის ყოფილი მეუღლე და შვილი ცხოვრობენ. როგორც მათი მეზობლები ყვებიან, მამაკაცი იყო მოძალადე და ის ფიზიკურად ხშირად უსწორდებოდა როგორც მეუღლეს, ასევე შვილს. ახალ წლამდე ცოტა ხნით ადრე კი მათ სახლის დატოვებაც მოსთხოვა.