“ერთმანეთის ბიძაშვილ-მამიდაშვილები იყვნენ, ნასრაძე საგარეჯოში ნათესავთან სტუმრად იმყოფებოდა“ - ვინ არიან საგარეჯოში, ყოფილი სამხედროს მიერ მოკლული ოთხი ახალგაზრდა
ფოტოზე: დავით ნასრაძე, ზაზა ჩიხლაძე, ზაქრო მათიაშვილი და ნოდარ რჩეულიშვილი.
გარდაცვლილები არიან 30 წლამდე ასაკის ზაზა ჩიხლაძე და 35 წლამდე ასაკის დავით ნასრაძე. ისინი ერთმანეთის ბიძაშვილ-მამიდაშვილები იყვნენ.
არსებული ინფორმაციით, ნასრაძე საგარეჯოში ნათესავთან სტუმრად იმყოფებოდა. ასევე დაღუპულები არიან ნოდარ რჩეულიშვილი და ზაქრო მათიაშვილი.
კიდევ ერთი გარდაცვლილი პოლიციელი ოთარ ღვინაშვილია. ის კრიმინალური პოლიციის თანამშრომელი იყო. წლების განმვლობაში ის თბილისში მუშაობდა და საგარეჯოს განყოფილებაში რამდენიმე წლის წინ გადავიდა. ვრცლად იხილეთ ambebi.ge