loader

"გუშინ ღამე გონება დავკარგე და დავეცი" - მოსამართლემ პროცესზე მიხეილ სააკაშვილის განცხადება გააჟღერა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"გუშინ ღამე გონება დავკარგე და დავეცი" - მოსამართლემ პროცესზე მიხეილ სააკაშვილის განცხადება გააჟღერა

ჩართვასაც ვერ შევძლებ, გუშინ ღამე გონება დავკარგე და დავეცი, - ეს სიტყვები საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს ეკუთვნის, რომელიც სასამართლო პროცესზე მოსამართლე გიორგი არევაძემ წაიკითხა.

ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებასთან ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით, პროცესი მიმდინარეობს.

სხდომას სააკაშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე დისტანციურადაც არ ესწრება.

სასამართლო პროცესზე მოსამართლემ პენიტენციური დაწესებულებიდან ოქმი და კლინიკა "ვივამედიდან" ცნობა წაიკითხა, რომლის მიხედვითაც, მკურნალი ექიმი, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, მისი ტრანსპორტირების რეკომენდაციას არ გასცემს. აღნიშნულს სააკაშვილის მინაწერიც ჰქონდა

„ჩართვასაც ვერ შევძლებ, გუშინ ღამე გონება დავკარგე და დავეცი“, - აცხადებს სააკაშვილი.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე ცენტრ „ემპათიის“ ექსპერტებს, მათ შორის, ნევროლოგ ოთარ თოიძეს დაჰკითხავენ.

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის სასჯელის გადავადებასთან ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით სასამართლოს შუამდგომლობით სააკაშვილის ადვოკატებმა მიმართეს. აღნიშნულ შუამდგომლობას მოსამართლე გიორგი არევაძე განიხილავს.