კახა კალაძე განცხადებას ავრცელებს - "შეძრწუნებული ვარ საგარეჯოში მომხდარი შემზარავი ტრაგედიით"
კახა კალაძე საგარეჯოში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს, ახლობლებს და ასევე, შს მინისტრს უსამძიმრებს. ამის შესახებ დედაქალაქის მერი სოციალურ ქსელში წერს.
"შეძრწუნებული ვარ საგარეჯოში მომხდარი შემზარავი ტრაგედიით. ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახებს, მათ ახლობლებს, მთელ საქართველოს! დაღუპულთა შორის არის პოლიციის თანამშრომელი, რომელიც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა. მინდა, სამძიმარი გამოვუცხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს, მინისტრ ვახტანგ გომელაურს! ამ მძიმე წუთებში მთელი საქართველო ლოცულობს დაშავებულთა ჯანმრთელობისთვის. მათ მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ!" - წერს კახა კალაძე.