ცნობილია საგარეჯოში თავდამსხმელის ვინაობა - ის ყოფილი სამხედროა
შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, საგარეჯოში თავდამსხმელი ყოფილი სამხედრო, ნოდარ ათუაშვილია.
როგორც გომელაურმა ჟურნალისტებს განუცხადა, თავდამსხმელი ავღანეთის მისიაშიც მონაწილეობდა.
ვახტანგ გომელაურის განცხადებით, თავდამსხმელმა ადგილზე თავი მოიკლა.