loader

"უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი მად­ლო­ბას უხ­დი­ან ვახ­ტანგ კი­კა­ბი­ძეს რუს აგ­რე­სორ­თან ბრძო­ლა­ში მხარ­და­ჭე­რის­თვის" - უკრაინის კულტურის მინისტრმა ბუბა კიკაბიძის პანაშვიდზე ზელენსკის წერილი წაიკითხა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი მად­ლო­ბას უხ­დი­ან ვახ­ტანგ კი­კა­ბი­ძეს რუს აგ­რე­სორ­თან ბრძო­ლა­ში მხარ­და­ჭე­რის­თვის" - უკრაინის კულტურის მინისტრმა ბუბა კიკაბიძის პანაშვიდზე ზელენსკის წერილი წაიკითხა

უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი მად­ლო­ბას უხ­დი­ან ვახ­ტანგ კი­კა­ბი­ძეს რუს აგ­რე­სორ­თან ბრძო­ლა­ში მხარ­და­ჭე­რის­თვის, - ამის შე­სა­ხებ უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტის, ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკის სამ­ძიმ­რის წე­რილ­შია ნათ­ქვა­მი, რო­მე­ლიც ბუბა კი­კა­ბი­ძის პა­ნაშ­ვიდ­ზე სა­ზო­გა­დო­ე­ბას უკ­რა­ი­ნის კულ­ტუ­რი­სა და სა­ინ­ფორ­მა­ციო პო­ლი­ტი­კის მი­ნის­ტრმა ალექ­სან­დრ ტკა­ჩენ­კომ გა­აც­ნო.

რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, უკ­რა­ი­ნა­ში აფა­სე­ბენ არა მხო­ლოდ ვახ­ტანგ კი­კა­ბი­ძის ნიჭს, არა­მედ მის პრინ­ცი­პულ პო­ზი­ცი­ას.

"ომის და იმის მი­უ­ხე­და­ვად, რომ უკ­რა­ი­ნა­ში ყო­ველ­დღე იღუ­პე­ბა ხალ­ხი, უკ­რა­ი­ნის მთავ­რო­ბის­თვის და უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტის­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, პა­ტი­ვი მი­ვა­გოთ უდი­დე­სი ქარ­თვე­ლის, ვახ­ტანგ კი­კა­ბი­ძის ხსოვ­ნას. მინ­და და­გარ­წმუ­ნოთ, რომ უკ­რა­ი­ნა­ში აფა­სე­ბენ არა მხო­ლოდ მის ნიჭს, არა­მედ მის პრინ­ცი­პულ პო­ზი­ცი­ას“, - გა­ნა­ცხა­და უკ­რა­ი­ნის კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრმა.

მან სა­ზო­გა­დო­ე­ბას უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტის, ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკის მი­მარ­თვა გა­აც­ნო:

"ვახ­ტანგ კი­კა­ბი­ძის ნა­თე­სა­ვებს, ახ­ლობ­ლებ­სა და თაყ­ვა­ნის­მცემ­ლებს, ამ მწუ­ხა­რე­ბის ჟამს გთხოვთ მი­ი­ღოთ ჩემი გულ­წრფე­ლი სამ­ძი­მა­რი ვახ­ტანგ კი­კა­ბი­ძის გარ­დაც­ვა­ლე­ბის გამო, დიდი ხე­ლო­ვა­ნის და დიდი ადა­მი­ა­ნის, უკ­რა­ი­ნის მე­გობ­რის, რო­მე­ლიც ყო­ველ­თვის უკ­რა­ი­ნის გვერ­დით იყო. ლე­გენ­და, რო­მე­ლიც ყვე­ლას­თვის მი­სა­ბა­ძი მა­გა­ლი­თი იყო. უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი მად­ლო­ბას უხ­დი­ან ვახ­ტანგ კი­კა­ბი­ძეს რუს აგ­რე­სორ­თან ბრძო­ლა­ში მხარ­და­ჭე­რის­თვის. ვახ­ტანგ კი­კა­ბი­ძის სა­ხე­ლი უკ­რა­ი­ნის ის­ტო­რი­ა­ში ჩა­ი­წე­რე­ბა, რო­გორც დიდი ქარ­თვე­ლის სა­ხე­ლი, რო­მელ­მაც თა­ვი­სი წვლი­ლი შე­ი­ტა­ნა უკ­რა­ი­ნის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბი­სა და სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტის დაც­ვა­ში. ჩვენ ყო­ველ­თვის გვე­მახ­სოვ­რე­ბა და არას­დროს და­ვი­ვი­წყებთ ამას. გლო­ვის ნიშ­ნად თავს ვიხ­რი სუ­ლის უნი­კა­ლუ­რი სი­ლა­მა­ზი­სა და გა­მორ­ჩე­უ­ლი ნი­ჭის მქო­ნე ადა­მი­ა­ნის ყვე­ლა თაყ­ვა­ნის­მცემ­ელ­თან ერ­თად. ვახ­ტანგ კი­კა­ბი­ძის ნა­თე­ლი ხსოვნა უკ­რა­ი­ნე­ლე­ბის გუ­ლებ­ში სა­მუ­და­მოდ დარ­ჩე­ბა“, - ნათ­ქვა­მია უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტის, ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკის სამ­ძიმ­რის წე­რილ­ში.