"სასწაულების გჯერათ? მე უკვე ყველაფრის მჯერა" - ძაღლის და პატრონის ემოციური შეხვედრის კადრები სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
სასწაულების გჯერათ? მე უკვე ყველაფრის მჯერა. ცოტა ხნის წინ რომ ჰასკიზე პოსტი დავდე, იპოვა პატრონმა.
სავარაუდოდ, მოიპარა ვიღაცამ რამდენიმე თვის წინ და ცუგა ქურდს გამოექცა. დაჩერჩეტობდა და გადაეყარა მაგარ გოგო ლუსი ქუთათელაძეს და ჩაუხტა მანქანაში.
ლუსიმ მე მითხრა, ნახე, რა სიყვარული ვიპოვეო, მიშველე, გაავრცელე შენთან, იქნებ ძველი ან ახალი პატრონი ვუპოვოთო.
მე რომ პოსტი დავდე, ცუგა იცნო ჩემმა მეგობარმა თაკომ, ერთ-ერთი აკიტას პატრონმა და შეატყობინა ცუგას, სახელად ლესის პატრონს, ალეკოს. ალეკო გაქანდა ძაღლის სანახავად და დანარჩენი ვიდეოში ნახეთ.
ვიცი, რომ არეულად ვწერ. გამიგეთ, მეც არეული ვარ. ამდენ ემოციას ვერ გავუძლებ. სასწაული ხდება. ერთ კვირაში ორი ჰასკი დაბინავდა ჩემი გავლით. მადლობა, ღმერთო, კოსმოსო, დედამიწავ, კეთილო ადამიანებო." - წერს ეკატერინე ლომიძე სოციალურ ქსელში და ვიდეოს აქვეყნებს.