loader

რას ამბობს სოფო ნიჟარაძე მიხეილ სააკაშვილისა და ლიზა იასკოს ქალიშვილის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რას ამბობს სოფო ნიჟარაძე მიხეილ სააკაშვილისა და ლიზა იასკოს ქალიშვილის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე?

მომ­ღე­რა­ლი სოფო ნი­ჟა­რა­ძე მოკ­ლე კო­მენ­ტა­რით პა­სუ­ხობს გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას, რომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა მისი და ია­სკოს ქა­ლიშ­ვილს კი­ე­ვის ცენ­ტრში ბინა გა­და­უ­ფორ­მა.

კი­თხვა­ზე, მარ­თა­ლია თუ არა, რომ ექ­სპრე­ზი­დენ­ტმა სახ­ლი მა­საც აჩუ­ქა, ნი­ჟა­რა­ძე პა­სუ­ხობს, რომ ეს ინ­ფორ­მა­ცია ტყუ­ი­ლია.

"ახლა ამ კი­თხვის დროა? ჩემ­თვის არა­ვის არა­ფე­რი უჩუ­ქე­ბია, ეს არის ტყუ­ი­ლი" - ამ­ბობს ნი­ჟა­რა­ძე "პოს ტვ"-სთან სა­უ­ბარ­ში.

ცნო­ბის­თვის, 17 იან­ვარს ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმედ­მა“ გა­ავ­რცე­ლა ინ­ფორ­მა­ცია, რომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ნო­ტა­რი­უ­ლი თან­ხმო­ბით, გი­უ­ლი ალა­სა­ნიამ სა­ა­კაშ­ვი­ლი­სა და ლიზა იას­კოს შვილს, ჟას­მინ იას­კოს, კი­ე­ვის ცენ­ტრში (კუდ­რი­ავ­სკას ქუ­ჩა­ზე) მდე­ბა­რე ძვი­რა­დ ღი­რე­ბუ­ლი ბინა და თან­ხა 27 ათა­სი დო­ლა­რის ოდე­ნო­ბით გა­და­უ­ფორ­მა. ინ­ფორ­მა­ცია გი­უ­ლი ალა­სა­ნი­ას არ და­უ­დას­ტუ­რე­ბია.

რაც შე­ე­ხე­ბათ სოფო ნი­ჟა­რა­ძე­სა და მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს, მა­თაც ერთი ქა­ლიშ­ვი­ლი ჰყავთ. ალი­სა სა­ა­კაშ­ვი­ლი 3 წლის წინ ამე­რი­კა­ში და­ი­ბა­და.