loader

ნონიაშვილების ტრაგედია - ვინ არიან დნიპროში, რუსეთის დავდასხმის შედეგად დაღუპული დედა-შვილი ნონიაშვილები? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ნონიაშვილების ტრაგედია - ვინ არიან დნიპროში, რუსეთის დავდასხმის შედეგად დაღუპული დედა-შვილი ნონიაშვილები?

რუსეთის თავდასხმას უკრაინის სიდიდით მესამე ქალაქ დნიპროზე, ბოლო მონაცემებით, 45 ადამიანი შეეწირა, 20 დაკარგულად ითვლება, მათგან 11 ბავშვია. წინასწარი მონაცემებით, ოკუპანტების სტატეგიულმა ბომბდამშენმა TU-22m3-მა, Kh-22 ტიპის ფრთოსანი რაკეტით ცხრა სართულიან საცხოვრებელ კორპუსს დაარტყა.

14 იანვარს დაღუპულთა შორის არიან: 19 წლის სტუდენტი ილონა ნონიაშვილი, მისი დედა ტატიანა ნონიაშვილი და ტატაიანას დედა. ილონას მამა, 58 წლის უკრაინის მოქალაქე ზაქარია ნონიაშვილი 2022 წლის მაისიდან, რუსი ოკუპანტების ტყვეობაში იმყოფება. იგი საქართველოში, ახმეტის რაიონის სოფელ მატანში დაიბადა და გაიზარდა.

„დამუნჯებული ვარ, საუბარი მიჭირს. არ მჯერა რომ ეს საშინელება ჩემი ძმის ოჯახში მოხდა. თვითონ 10 თვეა რუსების ტყვეობაშია, ილონას და ტატიანას დაღუპვას ფსიქოლოგიურად როგორ გადაიტანს ამის წარმოდგენაც კი მზარავს“ - უთხრა „ამერიკის ხმას“ პედაგოგმა ნონა ნონიაშვილმა, ზაქარია ნონიაშვილის დამ.

ზაქარია ნონიაშვილი სოფელ მატნიდან უკრაინაში საცხოვრებლად 40 წლის წინ გადავიდა და ქართულ-უკრაინული ოჯახი შექმნა. ჰქონდა საკუთარი სადურგლო, იყო მარიუპოლში ქართული სათვისტომოს „ჯორჯიას“ (Маріупольське грузинське товариство «Джорджія) ერთ-ერთი დამაარსებელი.

2022 წლის თებერვალში, უკრაინაში რუსეთის არმიის შეჭრის შემდეგ, მეუღლესთან ერთად, მეორე სამშობლოს დასაცავად, იარაღი აიღო ხელში და უკრაინის არმიის 109-ე ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადაში გაწევრიანდა.

წყარო: https://www.amerikiskhma.com/a/6923532.html?fbclid=IwAR3u98En7uy98kgiXUYTVIGuBvBViInmqRe0Z0h4an6eyg_DtjboEhjyqn4