loader

ჩეხეთის პოლიცია ავრცელებს ე.წ კრიმინალური ავტორიტეტის, მეტსახელად "Vor v zákon"-ის დაკავების კადრებს, რომელიც საქართველოს მოქალაქეა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ჩეხეთის პოლიცია ავრცელებს ე.წ კრიმინალური ავტორიტეტის, მეტსახელად "Vor v zákon"-ის დაკავების კადრებს, რომელიც საქართველოს მოქალაქეა

ჩეხეთში, დააკავეს კრიმინალური ავტორიტეტები, რომლებიც საქართველოს მოქალაქეები არიან. ჩეხეთი პოლიცია დაკავების კადრებს ასაჯაროებს და განცხადებას ავრცელებს:

"კრიმინალური პოლიციისა და საგამოძიებო სამსახურის (NCOZ) ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული ცენტრალური ოფისის საგარეო კრიმინალური სტრუქტურების დეპარტამენტის დეტექტივებმა, ბოლო დღეებში ჩეხეთის ტერიტორიაზე დააკავეს საქართველოს მოქალაქე, რომელიც საერთაშორისოდ იძებნებოდა. ორდერი გაიცა ამერიკის შეერთებულ შტატებში. მამაკაცი, რომელსაც ე.წ. "Vor v zákon"-ს უწოდებენ, ეჭვმიტანილია განსაკუთრებით მძიმე ძალადობრივ დანაშაულებში აშშ-ში. დაკავებული რუსეთში აღიარებული კრიმინალურ ავტორიტეტია. მამაკაცი ამჟამად იმყოფება საექსტრადიციო პატიმრობაში, სადაც ის დარჩება აშშ-ში მისი ექსტრადიციის პროცესის გადაწყვეტამდე.

დაკავების ადგილზე ასევე იმყოფებოდა მისი დაცვის წევრი, საქართველოს მოქალაქე, რომელიც მოგვიანებით დააკავეს.

ჩეხეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე წარმოებულ სისხლის სამართლის საქმეებს ზედამხედველობს პრაღის მუნიციპალური პროკურატურა.

მამაკაცის ძებნა და დაკავება მოხდა NCOZ-თან, სწრაფი განლაგების განყოფილებასთან (ÚRN), უსაფრთხოების საინფორმაციო სამსახურთან (BIS) და უცხოელ პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობით," - ნათქვამია ჩეხეთის პოლიციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

წყარო: https://www.policie.cz/clanek/zadrzeni-vora-v-zakone.aspx