loader

რას ცვლის მედიცინაში ახალი შოკისმომგვრელი გამოგონება? - ამბავს სოციალურ ქსელში დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რას ცვლის მედიცინაში ახალი შოკისმომგვრელი გამოგონება? - ამბავს სოციალურ ქსელში დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა

ხელოვნური საშვილოსნო - რას ცვლის მედიცინაში ახალი შოკისმომგვრელი გამოგონება?

ბიოტექნოლოგები ამბობენ, რომ 10 ან მაქსიმუმ 15 წლის შემდეგ ხელოვნური საშვილოსნოები შვილების გაჩენის მთავარ გზად იქცევა.

მშობლებს შვილებისთვის თვალის, კანის, თმის ფერის წინასწარ შერჩევა შეეძლებათ.

ხელოვნური საშვილოსნოს კონცეფცია უკვე მზადაა. გავრცელებული ვიდეოს მიხედვით, EctoLife-ად წოდებულ მოწყობილობას ბავშვების წარმოება შეუძლია. სიტყვა "წარმოებას" მიზანმიმართულად ვიყენებთ, რადგან, როგორც ვიდეოში ჩანს, დაწესებულება მიზნად ისახავს, მშობლებს მიაწოდოს ხელსაწყოების ფართო სპექტრი, რომლის საშუალებითაც ბავშვი მათ სურვილებს მოერგება.

EctoLife -ის წარმომადგენლის თქმით, მათი კონცეფცია იმით არის გამორჩეული, რომ პროცესი შეიძლება გამოყენებულ იქნეს „თანდაყოლილი დეფექტების სკრინინგისთვის“.

ხელოვური საშვილოსნო ასევე მშობლებს შესთავაზებს შესაძლებლობას, “ემბრიონის ხელოვნურ საშვილოსნოში ჩანერგვამდე, მოახდინონ გენეტიკური ინჟინერია.“ - ეს შექმნის შესაძლებლობას, „გამოასწოროთ ნებისმიერი მემკვიდრეობითი გენეტიკური დაავადება, რომელიც თქვენი ოჯახის ისტორიის ნაწილია.

EctoLife-ს ასევე შეუძლია მშობლებს საშუალება მისცეს, განიცადონ ის, რასაც მათი ბავშვი ხედავს და ესმის 360°-იანი კამერების გამოყენებით, რომლებიც ხელოვნურ საშვილოსნოშია და დაწყვილებულია ვირტუალური რეალობის ყურსასმენთან. ეს კამერები ასევე შესთავაზებენ მშობლებს ბავშვის განვითარების მუდმივ ვიდეოს.

დინამიკები შეიძლება გამოყენებულ იქნეს ბავშვისთვის სიტყვებისა და მუსიკის ფართო სპექტრის დასაკრავად, იმ ბგერების მიბაძვით, რომლებიც ჩვილებს ესმით დედის მუცელში ყოფნისას.

როცა ბავშვი სრულ სიმწიფეს მიაღწევს, მშობიარობის პროცესი შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ ღილაკის დაჭერით, რაც გამოიწვევს ხელოვნური ამნისტიური სითხის გადინებას.