კიევის ოლქში, საბავშვო ბაღთან მომხდარ ავიაკატასტროფას უკრაინის შს მინისტრი, მისი პირველი მოადგილე და სახელმწიფო მდივანი ემსხვერპლნენ - მძიმე კადრები
ბროვარში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად, 16 ადამიანი, მათ შორის, უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი დენის მონასტირსკი და მისი პირველი მოადგილე ევგენი ენინი და სახელმწიფო მდივანი - იურა ლიუბკოვიჩი დაიღუპნენ.
უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნების გარდაცვალებაზე ინფორმაციას უკრაინის ეროვნული პოლიციის უფროსი იგორ კლიმენკო ავრცელებს.