loader

"2022 წელი დგებოდა, დამირეკა ბუბას მეგობარმა და პროდიუსერმა..." - ნანუკა ჟორჟოლიანი ბუბა კიკაბიძის შესახებ აქამდე უცნობ ისტორიას იხსენებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"2022 წელი დგებოდა, დამირეკა ბუბას მეგობარმა და პროდიუსერმა..." - ნანუკა ჟორჟოლიანი ბუბა კიკაბიძის შესახებ აქამდე უცნობ ისტორიას იხსენებს

​ "ბუბა თურმე პარლამენტში ხელფასს არ იღებდა. შესაბამისად, ერთ დღეს აღმოაჩინა, რომ 30 ათასი ლარია მის ბალანსზე" - ამის შესახებ ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში წერს.

ტელეწამყვანის თქმით, ბუბა კიკაბიძემ ეს თანხა ისეთ ბავშვებზე გადაანაწილა, რომლებთანაც თოვლის ბაბუა არასოდეს მისულა.

"2022 წელი დგებოდა. დამირეკა ბუბას მეგობარმა და პროდიუსერმა სოსო აბზიანიძემ. ბუბა თურმე პარლამენტში ხელფასს არ იღებდა. შესაბამისად, ერთ დღეს აღმოაჩინა, რომ 30 ათასი ლარია მის ბალანსზე და გადაწყვიტა, ეს თანხა გადაანაწილოს ბავშვებზე, რომლებთანაც თოვლის ბაბუა არასოდეს მისულა.

მთხოვეს სწორედ ასეთი ბავშვების მოძებნა და ასე გახდა ბუბა კიკაბიძე თოვლის ბაბუა.

თავად ბუბა ყოველი ახალი წლის წინ საახალწლო საჩუქარს ფეხსაცმელში ეძებდა. ამის მიზეზს და სხვა ამბებსაც თავად მოგიყვებათ დღეს, გადაცემაში", - წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.