"მინდა საზოგადოებას ვუთხრა, რომ ერთადერთი გამოსავალი არსებობს" - ლევან ხაბეიშვილი
ერთადერთი გამოსავალი ქვეყანაში რევოლუციური ცვლილებებია და ჩვენი ქვეყნის გადმოტრიალება იმიტომ, რომ „მოღალატეობრივმა ოცნებამ” და ბიძინა ივანიშვილმა ჩვენი ქვეყანა რუსეთისკენ უკვე გადაატრიალა”, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის” წევრმა დეპუტატმა ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.
როგორც მან თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, ის „ქართველ ხალხთან და ნამდვილ ოპოზიციონერებთან” ერთად კოალიციის შექმნას გეგმავს.